„დინამო არენას“ ტერიტორიაზე, ავტომობილში აღმოჩენილი ნივთის ექსპერტიზა მიმდინარეობს

რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები დინამო არენას ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით, ისინი სტადიონის ავტოსადგომზე  მდგარ ერთ-ერთ ავტომობილში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას ეძებდნენ.

პირველი არხის ინფორმაციით, ავტომობილიდან ამოღებული ნივთი, შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა და მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა, შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, ადგილზე  კინოლოგებიც მუშაობდნენ.  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს.