თანამშრომლობის მემორანდუმი

ადგილობრივი დემოკრატიისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ევროპის საბჭოსა და საქართველოს თხუთმეტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მოაწერეს. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული სათათბირო დემოკრატიის პრაქტიკა საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ჩართულობის გამოცდილება, გამოწვევები და ხედვები. ღონისძიების გახსნას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ნატალია ვუტოვა და თბილისი მერი, კახა კალაძე ესწრებოდნენ.