ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს პირველ არხს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს გამოსაყენებლად გადასცემს აფხაზეთის შესახებ არქივში დაცულ ვიდეომასალებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურად აშუქებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებულ თემებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას, მათშორის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას; აღნიშნული თემატიკა ინტეგრირებულია მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემაში და პროექტებში. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე – 1tv.ge ახალი ამბების გაცნობა შვიდ ენაზე, მათ შორის აფხაზურად არის შესაძლებელი.