საკრებულოს თანამშრომლის, თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა გამომძიებლების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაკითხვას ითხოვს.
სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის უფლებადამცველი პროკურატურას სამშაბათს მიმართავს და ითხოვს, რომ გამოძიებამ დაკითხოს ის პოლიციელები, რომლებიც ინციდენტის შემდეგ, ილია ჯიშკარიანის ოფისში პირველად მივიდნენ.
თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს ბრალი აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
თოდაძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.