თამთა თოდაძის ადვოკატის განცხადება

თამთა თოდაძის ადვოკატი პროკურატურას მიმართავას და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს.

ინტერესების დამცველი ყველა იმ მოწმის გამოკითხვაზე მიუთითებს, რომლებიც 30 სექტემბერს, ინციდენტის ღამეს თოდაძის სახლში იმყოფებიდნენ. მათ შორის არიან სამართალდამცველები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, ამ საქმეზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და აკრძალვები დაუწესა. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება.

დატოვე კომენტარი