თამთა თოდაძემ გამოძიების შეკითხვებს უპასუხა

რამდენიმე წუთის წინ დატოვეს თამთა თოდაძემ და მისმა ადვოკატმა პოლიციის განყოფილება, სადაც ერთი საათის განმავლობაში გამოძიების შეკითხვებს პასუხობდნენ.

თოდაძე საკრებულოს დეპუტატს ძალადობაში ადანაშაულებს. ამ დროისთვის გამოკითხვაზე თოდაძის დედა რჩება. თავად თოდაძემ კი პოლიციის განყოფილება უკომენტაროდ დატოვა.

რაც შეეხება უფლებადამცველს, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა განაცხდა, რომ თოდაძის დედას დაუკავშირდა შუამავალი, რომელმაც საქმესთან დაკავშირებით მორიგება მოითხოვა. საგამოძიებო უწყება ამ ინფორმაციას არ გვიდასტურებს.

სატელეფონო ზარებს არ პასუხობს საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით საავადმყოფოშია.

დატოვე კომენტარი