„საფარი“ მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს

ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ საჩივარს ორგანიზაცია „საფარი“ ამზადებს. თამთა თოდაძე კუბლაშვილს დისციპლიურ გადაცდომასა და ადვოკატის ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია, მარიამ კუბლაშვილის მიერ ტელევიზიებში, ინტერნეტგამოცემებსა და სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებზე.

მათივე განმარტებით, მარიამ კუბლაშვილმა, თამთა თოდაძეს, როგორც დაზარალებულს, არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ადვოკატები სარჩელს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში შეიტანენ, რადგან თვლიან, რომ დაირღვა ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის „გ“ პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ადვოკატს ევალება არ შელახოს როგორც სასამართლოს, ისე პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები.