ორგანიზაცია „საფარი“ სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

15:26, 21.05.2022

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ილია ჯიშკარიანის საქმეზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ეხმაურება. საქმეზე დაზარალებული თამთა თოდაძის ინტერესების დამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებენ.

მათი თქმით, საქმეში ჯიშკარიანის ბრალეულობის დამამტკიცებელი ბევრი მტკიცებულება იყო, რასაც უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებენ. უფლებადამცველების განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

მსგავსი