ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. სხდომა პირველ საათზეა ჩანიშნული. მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან.
მკვლელობაში ბრალი მოკლულის მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს აქვს წაყენებული.
გამრეკელაშვილის მკვლელობის გარდა, ბაქრაძეს გამოძიება ექვს სხვადასხვა ეპიზოდზე დანაშაულის ჩადენას ედავება. მათ შორის სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას.
შეგახსენებთ, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ყელი გამოჭრეს.