გახმაურებული მკვლელობის ახალი დეტალები

ახალი გარემოებები მრგვალ ბაღთან მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმიდან. „მოამბემ“ ის ჩვენებები მოიპოვა, რის გამოც გერის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმეს და დამატებით ექვსი ბრალდება წაუყენეს.

აპრილში, გამოძიების ცნობით, შვილების თვალწინ მოკლული 25 წლის ქალის დედის ჩვენებიდან ირკვევა, რომ გერის მოკვლამდე ბრალდებული ყოფილ ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა.

პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების გამო, რეზონანსული საქმე დახურულია, რაც მის მიმართ საზოგადოების ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.