24 წლის გოგოს მკვლელობის საქმე

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი დანაშაულიდან სამი დღის შემდეგ პრეზიდენტი პირველ განმარტებას აკეთებს.

გიორგი მარგველაშვილი 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას შეცდომად მიიჩნევს, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროსთანაც აქვს კითხვები.

თავის დროზე ოჯახური ძალადობის გამო გასამართლებული ვეფხია ბაქრაძისთვის სასჯელის შემცირებას პრეზიდენტი ოჯახის თხოვნით და პატიმრის კარგი დახასიათებით ხსნის, თუმცა საინტერესოა, რომ იმავე პერიოდში მიღებული დახასიათების საფუძველზე, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ე.წ. უდოს კომისიამ ბაქრაძეს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე რამდენჯერმე უთხრა უარი.

2016 წლის ოქტომბერში გამოცემული შეწყალების აქტის გამო, დღეს პრეზიდენტი მმართველი გუნდიდან მორიგი მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა.