შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს

ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულებისთვის პრეზიდენტი შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს ის გარემოებები განმარტა, თუ როგორ მოხდა ვეფხია ბაქრაძის შეწყალება. ადამიანის, რომელიც 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე საკუთარი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაშია ბრალდებული.