ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, ვეფხია ბაქრაძეს, პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. ამასთან, პატიმრობა შეეფარდა დანაშაულის შეუტყობილებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძესაც. მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.

დატოვე კომენტარი