ვეფხია ბაქრაძეს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯა

18:19, 10.12.2018

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, რომელსაც დანაშაულის დაფარვა ედებოდა ბრალად, სასამართლომ ორი წელი შეუფარდა.

პროცესზე დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

თამარ გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. საქმეზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

მსგავსი