სასამართლო ვეფხია ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს დღეს სასამართლო.

საგამოძიებო უწყება ვეფხია ბაქრაძისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი გუშინ წარედგინა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

საზარელი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.