თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული 24 საათიანი საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულებულია.
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანში, სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი გარდაცვლილი იპოვეს, თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი იმყოფებოდნენ. პროკურორის თქმით, ექსპერიმენტის შედეგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ექსპერიმენტის ჩატარება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა მოითხოვეს. მათი თქმით, ეს საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად სჭირდებოდათ.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ექსპერიმენტის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს, რომ გამოძიებას ეს პროცესი დროის გასაწელად სჭირდება.