ტაილანდის მღვიმიდან ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოხსნის ოპერაცია დღეს განახლდება.
მაშველები ამჟამად ბოლო სამზადისს ასრულებენ. ტაილანდური მედიის ცნობით, გამოქვაბულში დარჩენილი რვა მოზარდისა და მათი მწვრთნელის ევაკუაციის პროცესი თბილისის დროით 14 საათზე უნდა განახლდეს.
ჯერ უცნობია, რამდენი ადამიანის გამოყვანა იგეგმება დღეს. თუმცა, როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, მღვიმეში წყლის დონე დაბალია და ოპერაცია დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს.
როგორც ტაილანდური მედია წერს, დღესვე საგანგებო შტაბში მისვლას ტაილანდის პრემიერ-მინისტრიც აპირებს.
შეგახსენებთ, გუშინ მაშველებმა მღვიმიდან 4 ბავშვი გამოიყვანეს. როგორც მთავრობა ამტკიცებს მათი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. ისინი საავადმყოფოში რჩებიან. ჯერ გადარჩენილების ვინაობა უცნობი რჩება. მათი მონახულება ახლობლებმაც კი ვერ შეძლეს.