სვანეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

სვანეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თეთნულდიდან ერთი უკრაინელი ტურისტი უკვე ჩამოიყვანეს. ადგილზე კიდევ ერთი უკრაინელი ალპინისტი რჩება. ორი ტურისტის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ შევიდა.  უკრაინელი მთასვლელების ჯგუფი მესტიაში თეთნულდზე ასასვლელად ჩავიდა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, სამთო მაშველებმა ტურისტების ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს. ადგილიდან მეორე მთასვლელის ევაკუაცია რთული რელიეფისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო რთულდება.