პარლამენტისგან მხარდაჭერის მიღებას გრიგოლ ლილუაშვილი ელოდება. პლენარულ სხდომამდე ერთი დღით ადრე სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა საკუთარი ხედვა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს გააცნო.
გამოწვევებზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გატარებულ თუ გასატარებელ რეფორმებზე საუბრის გარდა ყოფილ კანონმდებელს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეც მოუხდა საუბარი.
კითხვები დაისვა 20-21 ივნისის მოვლენებზე და საქართველოში სერგეი გავრილოვის შემოსვლის თემაზეც.