სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მედიასთან კიდევ ერთ საკითხს გამოეხმაურა. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოს პორტებში მომსახურება სანქცირებულ გემებს გაეწიათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ლილუაშვილმა დეტალურად განმარტა ის პროცედურები და კონტროლის მექანიზმები, რაც პორტებში იმ მიზნით ხორციელდება, რომ საქართველოს საზღვაო აკვატორია სანქციების თავის ასარიდებლად არ გამოიყენონ.