შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, განხორციელებულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები.