ნაციონალური ბალეტი „ახალი ბანასთვის“,- სუხიშვილები ხაშურში, ზემო სერის მთაზე ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობისთვის საქველმოქმედო კონცერტებს აანონსებენ.
13 და 14 ოქტომბერს ანსამბლი თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართველ მაყურებელს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს.
რამდენიმესაათიან პროგრამაში ჩატეული „ქართული ცეკვის ევოლუცია“, -ასე დაასათაურა სპეციალურად შექმნილი პროგრამა ანსამბლის ხელმძღვანელმა.