„სუხიშვილების“ მიმართვა

„სუხიშვილები“ უკრაინაში დაგეგმილ გასტროლებს წყვეტს. ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტები გუშინ დაიწყო. „სუხიშვილებს“ უკრაინის 35 ქალაქში 45 კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. პირველი კონცერტი ანსამბლმა ქალაქ ლუცკში გამართა. „ხორუმის“ შესრულების დროს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, მოცეკვავეები სცენაზე უკრაინის სახელმწიფო დროშით გამოვიდნენ. რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებში საომარი მოქმედებების დაწყების გამო, გასტროლი შეწყდა. საქართველოს საელჩოს დახმარებით ანსამბლი ცდილობს პოლონეთში გადავიდეს და დაბრუნდეს ქვეყანაში. ეს ინფორმაცია „სუხიშვილების“ ხელმძღვანელებმა ვიდეომიმართვის საშუალებით გაავრცელეს.