ქართული ნაციონალური ბალეტი მაყურებელს ისევ სიურპრიზს უმზადებს. მალე სუხიშვილები სამ ახალ ცეკვას წარმოადგენენ. პრემიერა 12, 13, 14 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ორი კომპოზიციის მუსიკა ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის. ცნობილი ანსამბლი ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს და ფილარმონიაში მისულ მაყურებელს ძველი და ახალი პროგრამების სინთეზს შესთავაზებს.
ლიზა ციციშვილი რეპეტიციის გარდა, ახალი კოსტიუმების შექმნის პროცესსაც დაესწრო.