მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2024“-ის ფარგლებში მოხალისეობის კონკურსი გრძელდება. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა – პროექტი „ჩვენი არჩევანი“ განახორციელეს. პროექტის დასკვნით დღეს, ვაკის საფეხბურთო ცენტრში სხვადასხვა სპორტული აქტივობა ჩატარდა. ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ასევე პარასპორტსმენებმა ფესტივალის სტუმრებს გააცნეს თამაში ბოჩა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. სტუდფესტის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიაც ჩაატარეს.