„სტუდფესტი - 2024“

„სტუდფესტი 2024“ – ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფეინთბოლის ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა, მეორე ადგილი კი „გეომედიმ“ დაიკავა. სტუდფესტი საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით იმართება და მასში ქვეყნის ყველა უნივერსიტეტის 25 ათასამდე სტუდენტი მონაწილეობს.