ახალგაზრდული ფესტივალი გორში

გორის თეატრის სკვერში სხვადასხვა სახის თემატური, შემეცნებითი და გასართობი აქტივობა, ადგილობრივი მაცხოვრებლების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ფესტივალში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობენ. პროექტის მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და მათი ინიციატივების ხელშეწყობაა. ფესტივალი „ქართული ოცნების“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება.