„თაობა“ - თბილისი საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს უმასპინძლებს

25-30 სექტემბერს, თბილისი მასპინძლობს რიგით მე-3 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს – „თაობა“, რომელიც წელს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მხოლოდ ქართველი მონაწილეებისთვის ტარდება. ფესტივალის მონაწილე 13-18 წლის ახალგაზრდებს, საკონკურსო ფილმებს ეროვნული სასახლისა და ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე აჩვენებენ.

ვორქშოფები სხვადასხვა თემაზე დათო გორგილაძემ, დათა თავაძემ, დათო სიმონიამ, მებო ნუცუბიძემ და სხვა სპიკერებმა ჩაატარეს.

ავტორი: ქეთი ბახტაძე.

ახალი დღე

დატოვე კომენტარი