საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილს გამოთქვამს

საქართველო 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილს გამოთქვამს. საკითხი დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოლიმპიური ფესტივალის გამართვის ლოკაციებად ბორჯომი და ბაკურიანი განიხილება. ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომას განათლების მინისტრიც დაესწრო. მიხეილ ბატიაშვილი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში ჩატარებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.