„სტუდფესტი 2024“

18:37, 24.04.2024

სტუდფესტი 2024“ გრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა. პირველი ადგილი ვაჟთა შორის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტმა, ხოლო გოგონათა შორის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტმა დაიკავა. ფესტივალი განათლების სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება. მასში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტი მონაწილეობს.

მსგავსი