გურიაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ. გრძელდება დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ბოლო მონაცემებით, შემოწმებულია 504 სახლი, აქედან 278 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება. რჩება რამდენიმე ადგილი, სადაც შეზღუდულია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.