სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთში

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის სარეზერვო ფონდიდან იმერეთს 7 მილიონ 780 ათასი ლარი გამოეყო. ამჟამად იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში 6-7 თებერვალს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორისაა დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების გადახურვა.