ვითარება ახლო აღმოსავლეთში

საჰაერო ბურთი, რომელსაც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა, გაუმართაობის გამო, ჩამოვარდა. შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყანა იყო დახმარების გამგზავნი. ღაზის სექტორისთვის საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში ამჟამად ექვსი ქვეყანაა ჩართული – აშშ, იორდანია, ეგვიპტე, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ბელგია.