სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება ანაკლიაში. საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სახლების პირველი სართულებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. ასევე მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები.
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში დატბორა საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები.