სტიქიამ პრობლემები შექმნა იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში. ძლიერმა ქარმა 14 სახლი სახურავის გარეშე დატოვა. ქარმა ასევე მოთხარა მრავალწლიანი ხეები, რის გამოც 4000 აბონენტს ელექტროენერგია, ხოლო 1500 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. თერჯოლის მერის განცხადებით, სამუშაო პროცესში ჩართულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება.