სტიქია გურიაში

უამინდობამ და ძლიერმა ქარმა ოზურგეთში პრობლემები შექმნა. დაზიანდა რამდენიმე შენობა, ელექტროგადამცემი ხაზები. დოლიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან კორპუსს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.