საგარეო ვაჭრობა, ეროვნული ანგარიშები, ბიზნესსტატისტიკა და სოციალური სტატისტიკა,- ეს ის კომპონენტებია, რომელთა გაძლიერებაც საქართველოს სტატისტიკის სამსახურში ახალი პროექტის ფარგლებში მოხდება.
დანიის სტატისტიკის სამსახური ევროკავშირის პროექტ „თვინინგის“ ფარგლებში აქტიურად იქნება ჩართული.
პროექტი ორწლიანია და ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გეგმების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.