სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადება

2023 წელს ეკონომიკა 7 %-ით გაიზარდა, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2023 წლის დეკემბერში კი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 % შეადგინა. პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა – მშენებლობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში, ინფორმაციასა და კომუნიკაციაში. კლების ტენდენცია გამოიკვეთა ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში.