საერთაშორისო კონფერენცია

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამდღიან კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებაში ათამდე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის პირველი პირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია სტატისტიკის სფეროში მონაცემთა, როგორც ტრადიციული, ისე ალტერნატიული წყაროების განხილვა, სტატისტიკის სისტემის კოორდინაცია.

კონფერენციაზე დელეგატები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების მიერ დანერგილი ინოვაციების შესახებ, განისაზღვრება პრიორიტეტები.