სტატისტიკის სამსახურში ახალი პროექტი იწყება

15:27, 24.06.2019

საგარეო ვაჭრობა, ეროვნული ანგარიშები, ბიზნესსტატისტიკა და სოციალური სტატისტიკა,- ეს ის კომპონენტებია, რომელთა გაძლიერებაც საქართველოს სტატისტიკის სამსახურში ახალი პროექტის ფარგლებში მოხდება.

დანიის სტატისტიკის სამსახური ევროკავშირის პროექტ „თვინინგის“ ფარგლებში აქტიურად იქნება ჩართული.

პროექტი ორწლიანია და ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გეგმების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.

მსგავსი