საგარეო ვაჭრობა

სამ თვეში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 38 პროცენტით, თითქმის 4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათი მონაცემით, იანვარ-მარტში ექსპორტი 43.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 35.8 პროცენტით არის მომატებული.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველო კვლავ აგრძელებს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით მზარდი ტენდენციის შენარჩუნებას, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.