ორი შეიარაღებული თავდასხმა ერთდღიანი ინტერვალით და ერთი და იმავე ხელწერით.
მსოფლიო ნიუ იორკსა და გილროიში მომხდარი ტრაგედიით არის შეძრული. აშშ-ის ორ სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე ტრადიციული ფესტივალების ადგილები სასაკლაოდ იქცა.
მოკლულია ხუთი და დაშავებულია 23 ადამიანი. ორივე შემთხვევაში თავდამსხმელებმა პოპულარული ფესტივალების ტერიტორიაზე ჩუმად შეაღწიეს და უმისამართო სროლა დაიწყეს.
დანაშაულის მოტივის დადგენას სამართალდამცავები ახლაც ცდილობენ. თვითმხილველები კი თავდასხმის დეტალებს იხსენებენ.