თორნიკე რიჟვაძის შეხვედრა ნიუ იორკის მერთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნიუ იორკის მერს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია. თორნიკე რიჟვაძემ ნიუ იორკის მერს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული, საინვესტიციო პოტენციალისა და ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა დეტალური მონაცემები.