გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია

ნიუ იორკი მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილია.

პანდემიის გამო პოლიტიკოსების ნაწილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში დისტანციურად მონაწილეობს. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებაა. რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ქვეყნები და მათი პარტნიორები მაღალი დონის ღონისძიებას და გაერო-ს ტრიბუნას კრემლისთვის მისი ვალდებულებების შესახსენებლად იყენებენ. მოსკოვის მისამართით ისმის საკმაოდ მწვავე გზავნილები.