20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

18:32, 10.09.2021

ნიუ იორკში მომხდარ 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის 20 წლის თავზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მემორიალური სკულპტურა გამოიფინა.

მემორიალური სკულპტურის მთავარი ელემენტი აფეთქებული ცათამბჯენისგან გადარჩენილი ფოლადის საყრდენია. კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სკულპტურა საქართველოში პირველად ჩამოიტანეს. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ამსახველი ფოტო მასალა. ორი თვის შემდეგ მემორიალი საქართველოს რეგიონების უნივერსიტეტებშიც იქნება გამოფენილი.

მსგავსი