სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში შეხვედრებს გამართავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ღონისძიებებში დღეიდან ჩაერთვება. მისი გამოსვლა გაერო-ს ტრიბუნიდან, ოთხშაბათს, 25 სექტემბერს არის დაგეგმილი.

გენერალური დებატების დროს საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის ლიდერს მიმართავს. ასევე, პრეზიდენტი მოლაპარაკებას გამართავს უცხოელ კოლეგებთან. სიტყვით გამოვა სესიის მთავარ სამიტებსა თუ მაღალი დონის შეხვედრებზე. მათ შორის პირველი იქნება უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრა, რომელიც დღეს არის ჩანიშნული და მსოფლიოში საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფაზეა მიმართული.

პრეზიდენტი სესიის მონაწილეების პატივსაცემად, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრება.