სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები, სპორტსმენების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ. შოთა ხაბარელის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ერთეული შემთხვევების გამო, სპორტის სახეობებისა და სპორტსმენების იმ ეპითეტებით მოხსენიება, რომელიც ბოლო პერიოდში ჟღერდება, მიუღებელია. შოთა ხაბარელი და ირაკლი აბუსერიძე სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და იმედოვნებენ, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს.