შაქარაშვილის საქმე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა პროცესი გაიმართა სააპელაციო სასამართლოში. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ამ საქმეზე სხდომა ღია რეჟიმში წარიმართა. აპელაციაში საქმე დაცვის მხარემ წაიღო. ადვოკატები აცხადებენ, რომ ხუთივე დაკავებული უნდა გამართლდეს, თუმცა ასეთ გადაწყვეტილებას ისინი არ ელოდებიან და საქმეს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებენ. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ სამი შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურა არცერთ შუამდგომლობას დაეთანხმა.

დეტალებს მარიამ ქურდიანი გაგვაცნობს.

დატოვე კომენტარი