შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა.

უფლებადამცველის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ყველანაირი პირდაპირი მტკიცებულების გარეშე გამოიტანა. ადვოკატის შესავალ სიტყვას არ ეთანხმება ბრალდების მხარე, პროკურატურის განმარტებით საქმეში არსებობს ყველა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ დანაშაული სწორედ ამ საქმეზე მსჯავრდებულმა პირებმა ჩაიდინეს.