ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრს, ივანე გოლაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.
ივანე გოლაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ვანო გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორცილებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.
41 წლის სპეცრაზმელი ორმხრივი სროლის დროს თავის არეში დაიჭრა. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.